მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან “ბოტების” აქცია გაიმართა

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ივნისი 6, 2018 20:13

მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან “ბოტების” აქცია გაიმართა

მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან “ბოტების” აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეებმა სოციალური ქსელების ყალბი მომხმარებლის სიმბოლოდ მთავრობის კანცელარიასთან რეზინის ბოტები მიიტანეს.

მათი თქმით, პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს შეეხებოდა, მოწონების რაოდენობა ყალბი მომხმარებლების ე.წ ბოტების ხარჯზე გაიზარდა.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ეს ყალბი მომხმარებლების შეძენა სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოხდა მთავრობის მიერ, რაშიც მილიონობით ლარია გადახდილი.

აქციის მონაწილეების საპასუხო განცხადება მთავრობის ადმინისტრაციის კომუნიკაციების დეპარტამენტის წარმომადგენელმა ქეთევან რუხაძემ გააკეთა.

“გუშინ საღამოს 18:00 საათისთვის პრემიერ-მინისტრის სოციალური გვერდის ერთ-ერთ პოსტზე დაფიქსირდა ორგანიზებული ვირუსული შეტევა ანუ „ტროლინგი“, რომელსაც კონკრეტული ჯგუფები თუ „ფეისბუქ“ მომხმარებლები იყენებენ პროტესტის გამოსახატავად, შესაბამისად, პოსტზე ემოციების მატებას მოყვა არაეთიკური კომენტარებიც, რომელზეც გვერდის ადმინისტრაციას ჰქონდა ადეკვატური რეაგირება. წაიშალა მხოლოდ არაეთიკური კომენტარები. დაახლოებით 20:00 საათისთვის პოსტის მოწონების ანუ ლაიქ პროცესის დისკრედიტირების მიზნით გამოჩდნენ არაქართული წარმოშობის ყალბი მოხმარებლები, რომლის შესყიდვაც შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, შესაბამისად ეს პროცესი განხორციელებული იყო იმ ჯგუფების მიერ ვის მიზანსაც წარმოადგენდა პრემიერ-მინისტრის ოფიციალური გვერდის ადმინისტრაციის დისკრედიტირება. ჩვენი მხრიდან ეს არ მომხდარა”, – განაცხადა რუხაძემ.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ივნისი 6, 2018 20:13

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


2,878
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics