მთავრობის ადმინისტრაციის შენობასა და პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია

1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე ეროვნული დროშა დაეშვა.

საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, სახელმწიფო დროშა დაშვებულია ასევე, პრეზიდენტის სასახლეზეც.

ეროვნული დროშა დაშვებულია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მდებარე ყველა ადმინისტრაციულ შენობასა და საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.

დღესვე, ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ტაბახმელაში, 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპულ იუნკერთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული.

banner
წინა სტატიაშითავდაცვის სამინისტრომ ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, დროშები დაუშვა
შემდეგი სტატია„აეროსმიტის“ კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყო