მთავრობის ადმინისტრაციის ქვედა შესასვლელიდან აქტივისტები პოლიციამ ძალის გამოყენებით გაიყვანა

მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, სადაც სამოქალაქო აქტივისტები არიან შეკრებილი, ვითარება დაიძაბა. პოლიციამ კანცელარიის ქვედა შესასვლელთან მყოფი აქტივისტები ძალის გამოყენებით გაიყვანა. აქციამ ზედა მხარეს გადაინაცვლა.

მანამდე “სირცხვილიას” წევრმა, ნოდარ რუხაძემ თქვა, რომ მათთან სუს-ის წარმომადგენელი მივიდა და აქციის მონაწილეები გააფრთხილა – თუ არ დაიშლებოდნენ, დააკავებდნენ.

ადგილზე შეკრებილები მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში პრემიერმინისტრისა და მინისტრების მისვლას ელოდებიან.

banner
წინა სტატიაშიასე შეხევდა დიტო სამხარაძე ( ნამდვილი) აქციის მონაწილეებს (ვიდეო)
შემდეგი სტატიაერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო