მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილი ლგბტ თემის მხარდამჭერები პოლიციამ ტერიტორიიდან სამარშრუტო ტაქსებით გაიყვანა

მთავრობის ადმინისტრაციასთან ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული აქცია დასრულებულია.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმოამადგენლები, ლგბტ პირები და უფლებადამცველები, ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სექსუალური უმცირესობის მიმართ არსებულ აგრესიულ დამოკიდებულებას აპროტესტებდნენ.

მთავრობის ადმინისტრაციასთან, შეკრების მონაწილეებისთვის უსაფრთხოების ზომები გაძლიერებული იყო, რისთვისაც ადმინისტრაციის შენობასთან მისასვლელი თითქმის ყველა გზა ჩაიკეტა.

აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორია სამარშრუტო ტაქსების მეშვეობით დატოვეს. ისინი ტერიტორიიდან პოლიციელებმა გაიყვანეს.

აქციის პარალელურად, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის ხუთ სხვადასხვა ლოკაციაზე სასულიერო პირები და მრევლი იკრიბება, პარაკლისს გადაიხდიან, ხოლო შემდეგ, მსვლელობა სამების საკათედრო ტაძრისკენ მოეწყობა.

banner
წინა სტატიაშიდაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციასთან უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია
შემდეგი სტატიაპროკურატურა ფარცხალაძის ,,შპანის“ ქვემდებარე ორგანოა – ჭიაბერაშვილი