მთავრობის ადმინისტრაციასთან „პატრიოტთა ალიანსის“ აქცია დასრულდა

მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან „პატრიოტთა ალიანსის“ აქცია დასრულდა. აქციის მონაწილეებს ორი მთავარი მოთხოვნა ჰქონდათ. ისინი ხელისუფლებისგან მოითხოვენ შეიქმნას სოციალური პრობლემებიდან გამომდინარე სპეციალური კომისია და საქართველო-ნატო-რუსეთის კომისია. აქციის მონაწილეებს სიტყვით ბეჟან გუნავამ მიმართა.
გუნავას განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს, აქციები უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს.

აქციის მონაწილეებმა სიმბოლურად მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან წითელი ბარათები მიიტანეს.

banner
წინა სტატიაშიემანუელ მაკრონი გაისად აპირებს რუსეთს ეწვიოს
შემდეგი სტატიაუწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა