მთავრობის ადმინისტრაციასთან მიხელ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ

“არ მოგაკვლევინებთ” – ამ წარწერებით პლაკატები მთავრობის ადმინისტრაციასთან გაშალეს. პროტესტის მონაწილეები მიხეილ სააკაშვილის მულტიფუნქციურ, სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.

კანცელარიის შენობასთან საზოგადოების წარმომადგენლები და ხელოვანები არიან შეკრებილი.

დღეს მიხეილ სააკაშვილის პატიმრობისა და შიმშილობის 46-ე დღეა. უკვე დაიწყო მსვლელობა მეტრო ავლაბრის ტერიტორიიდან. ოპოზიცია მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის, ასევე ვადამდელი სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით, ორივე სანაპიროს გადაკეტვას გეგმავს.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილის ადვოკატი – ფაქტობრივად, მოსამართლემ თქვა, რომ ამ ქვეყანაში მე არავინ არაფერს მეკითხებაო
შემდეგი სტატიაბარათაშვილის ხიდის მიმდებარედ სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანებია მობილიზებული