მთავრობის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.აქციაზე მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები, “ნაციონალური მოძრაობისა” და სხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერები და ექსპრეზიდენტის მხარდამჭერები არიან შეკრებილი.

როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, მათი მთავარი მოთხოვნაა, დაცული იყოს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის უფლება.

“სახელმწიფო ყოველთვის უნდა იყოს ძირითადი ფუნდამენტალური უფლების, სიცოცხლის დამცველი. ამ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ სხვა რამეს, გვაქვს სახალხო დამცველის კვალიფიციური ექიმების დასკვნა მისი ჯანმრთელობის უმძიმესი მდგომარეობის შესახებ. მნახველებისგან, რომლებიც მასთან შედიან, გვაქვს ინფორმაცია, მდგომარეობა არის სავალალო. ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ უფრო აქტიურად ჩავერთოთ, გავაგებინოთ ყველას მისი რეალური ფიზიკური მდგომარეობის შესახებ. ამიტომაც შევიკრიბეთ, დღეს არის პირველი შეკრება და გავაგრძელებთ”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ძმამ, დავით სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმორიგი ხანძარი რუსეთში – კურსკის რაიონში ცეცხლი ამჯერად შენობაში გაჩნდა
შემდეგი სტატიაენერგეტიკული გიგანტის, Shell-ის აღმასრულებლებმა და ტექნიკურმა პერსონალმა, რუსული ნავთობისა და გაზის პროექტი “სახალინი-2” დატოვა