მთავრობის ადმინისტრაციასთან ცხოველთა უფლებადამცველების აქცია-პერფორმანსი გაიმართა.
აქციის მონაწილეებმა შავ პოლიეთილენის პარკებზე ხელისუფლების წარმომადგენლებისა და დახოცილი ძაღლების ფოტოები დააკრეს და კანცელარიასთან მიიტანეს.
პროტესტის მონაწილეების თქმით, ეს იმის დემონსტრირებაა, როგორ ხოცავს ხელისუფლება მიუსაფარ ცხოველებს.
ინფორმაციასა და ფოტოებს სოციალურ ქსელში ფოტოგრაფი გიორგი მოსიაშვილი [Mo Se] ავრცელებს.















