8.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ნოემბერი 11, 2026
banner

მთავრობის ადმინისტრაციასთან ცხოველთა უფლებადამცველების აქცია გაიმართა

მთავრობის ადმინისტრაციასთან ცხოველთა უფლებადამცველებმა უსახლკარო ძაღლებთან მიმართებით შესაძლო არაჰუმანური მოპყრობის ფაქტები გააპროტესტეს. აქციის მონაწილეები სავარაუდო სამართალდამრღვევთა დასჯას და ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროსის დაპატიმრებას ითხოვენ.

ლაშა ჩხარტიშვილის განცხადებით, შესაბამისი რეაგირების არარსებობის შემთხვევაში, საპროტესტო აქცია 8 ნოემბერსაც გაიმართება.

პროტესტს წინ უძღოდა „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებული კადრები, სადაც ორმოები, ცხოველთა სამარხები და ძაღლების ნეშტები ჩანს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.

თავის მხრივ, თბილისის მერია ბრალდებებს უარყოფს და გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუესა და ფაქტების დამახინჯებას უწოდებს.

banner
წინა სტატიაშიზელენსკი: ოქტომბერში დაიღუპა ან მძიმედ დაიჭრა 54 400 რუსი სამხედრო მოსამსახურე
შემდეგი სტატიაგეგელია: პარტიების აკრძალვით “ოცნება” თავის საბრალდებო დასკვნას წერს, საკუთარი მახვილითვე გასამართლდება