მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილს საფრანგეთში ვიზიტთან დაკავშირებით მთავრობისთვის არ მიუმართავს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს საფრანგეთში ვიზიტთან დაკავშირებით მთავრობისთვის არ მიუმართავს.

სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანის სასახლესთან სიტყვით გამოსვლისას გუშინ განაცხადა, რომ 9 ნოემბერს მიემგზავრება პარიზში, სადაც ტარდება მშვიდობის ფორუმი და რომელსაც პრემიერი დაესწრება.

ზურაბიშვილის თქმით, „ნებსით თუ უნებლიეთ გამოგვივა დეპოლარიზაციის მაგალითის მიცემა“.

„რაც შემეხება მე, პირადად, რასაც ვაკეთებდი აქამდე, იმას გავაკეთებ და გავაგრძელებ საქართველოს კანდიდატურის ლობირებას. ხვალ მივემგზავრები პარიზში, სადაც ტარდება მშვიდობის ფორუმი. მონაწილეობა უნდა მივიღო შარლ მიშელთან ერთად პანელში, რომელიც განიხილავს კრიზისებს და კონფლიქტებს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის მხარდაჭერით Touch Summit გაიმართება
შემდეგი სტატიათურქეთის საგარეო – ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიში „უსამართლო და მიკერძოებულია“