მთავრობის ადმინისტრაციას ლგბტ ჯგუფის აქტივისტების ნაწილი იკრიბება

მთავრობის ადმინისტრაციას ლგბტ ჯგუფის აქტივისტების ნაწილი იკრიბება. რამდენიმე მათგანი კანცელარიასთან უკვე მივიდა, საღამოს 19:00 საათისათვის კი მათ დამატებით ათობით ადამიანი შეუერთდება.

პოლიციამ მთავრობის ადმინისტრაციის ტერიტორიაზე შესვლის უფლება არ მისცა ქართული მარშის აქტივისტებს. ადგილზე უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებია მიღებული.

ამის პარალელურად, პარლამენტის წინ ქართული მარშისა და ქართული მისიის მხარდამჭერები არიან შეკრებილები. ლგბტ თემის საწინააღმდეგო აქციას მართავენ და მარშელებისა და მისიის დაკავებული ლიდერების გათავისუფლებას მოითხოვენ. შსს-ს ცნობით, დღეს დღეს დაკავებულთა და გამოკითხვაზე გადაყვანილთა რაოდენობა 100-მდე ადამიანს შეადგენს.

Facebook-ზე ჰომოფობიასთან ბრძოლის დღის აღსანიშნავად მთავრობის კანცელარიასთან ღონისძიება დაანონსდა.

კანცელარიის შენობამდე მისასვლელი ქუჩები ჩაკეტილია და გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები.

banner
წინა სტატიაშიმოწმემ სისხლიანი გარჩევის მონაწილედ მიხეილ კალანდია და ერთ-ერთი არასრულწლოვანი დაასახელა – ზაზა სარალიძე
შემდეგი სტატიალონდა თოლორაია- „შინაგან საქმეთა სამინისტრო არის სრულ მზადყოფნაში, რათა დაიცვას ყველა პირის უსაფრთხოება და გამოხატვის თავისუფლება“