15.8 C
Tbilisi
შაბათი, ოქტომბერი 17, 2026
banner

მთავრობის ადმინისტრაცია ნიუ-იორკში დონალდ ტრამპის ოფიციალურ მიღებაზე ირაკლი კობახიძის დასწრების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

მთავრობის ადმინისტრაცია 22 სექტემბერს, ნიუ-იორკში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ოფიციალურ მიღებაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის დასწრების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

პრესსამსახური ავრცელებს ფოტოსაც, რომელზეც პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე და დონალდ ტრამპი ხელს ართმევენ ერთმანეთს.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 22 სექტემბერს, ნიუ-იორკში, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ოფიციალურ მიღებას დაესწრო, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილე სახელმწიფოთა ლიდერების პატივსაცემად გაიმართა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიმარკ რუტე – დღეს ევროპაში მშვიდობა არ არის
შემდეგი სტატიაუსუფაშვილი: ხელისუფლება ჩიხურ ვითარებაშია შესული