25.3 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივლისი 22, 2026
banner

მთავრობის ადმინისტრაცია მამუკა მდინარაძის შესახებ ელისო კილაძის განცხადებას “ფეიკს” უწოდებს

ასეთ მდაბიო „ფეიკ“ განცხადებაზე საპასუხო კომენტარი არ იქნება, – ასე უპასუხეს „ინტერპრესნიუსს“ სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, მამუკა მდინარაძის პრესსამსახურში, ჟურნალისტ ელისო კილაძის მიერ სასამართლო სხდომაზე დღეს გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით.

ცნობისთვის, ჟურნალისტმა, ელისო კილაძემ, დღეს გამართულ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ის მამუკა მდინარაძის პირადი ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა. როგორც მან აღნიშნა, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, კახა კალაძის, გრიგოლ ლილუაშვილის, ვახტანგ გომელაურისა და უჩა მამაცაშვილის „გაშავებას“ რომ დათანხმებოდა, პრობლემები არ შეექმნებოდა. მისივე თქმით, ამ საქმეში არ არის არცერთი ნეიტრალური მოწმე და ყველა მოწმე არის დაკავშირებული მამუკა მდინარაძესთან.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
შემდეგი სტატიაევროკავშირმა ალექსეი ნავალნის დევნის, მოწამვლისა და გარდაცვალების გამო ახალი პერსონალური სანქციები დააწესა. სიაში 15 ფიზიკური და 1 იურიდიული პირი მოხვდა