26.3 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივნისი 10, 2026
banner

მთავრობის ადმინისტრაცია: კანონში დაგეგმილი ცვლილებები ბიუჯეტიდან დამატებით ხარჯებს არ საჭიროებს

მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, “საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები ბიუჯეტიდან დამატებით ხარჯებს არ საჭიროებს.

ადმინისტრაციის განმარტებით, სახელფასო დანამატი და ფულადი ჯილდო შესაბამისი თანამდებობის პირებისთვის მკაცრად დადგენილი წინაპირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, უწყებებისთვის კანონით გამოყოფილი შრომის ანაზღაურების ფონდიდან გაიცემა.

„ბიუჯეტიდან ამ პროექტის რეალიზაციას დამატებით არც ერთი თეთრი არ სჭირდება. საუბარია ყველა ორგანიზაციისთვის კანონით გამოყოფილი შრომის ანაზღაურების ფონდის ფარგლებში ჯილდოს ან/და დანამატის გაცემაზე კონკრეტული თანამდებობის პირებისთვის და ისიც მხოლოდ მკაცრად დადგენილი წინაპირობების დაკმაყოფილების შემთხვევებში, როგორიცაა, მაგალითად: ზეგანაკვეთური სამუშაო, განსაკუთრებული სირთულის დავალების წარმატებით შესრულება და სხვ.“,- აღნიშნავენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

banner
წინა სტატიაში“მშენებლობის პროცესი შეჩერებულია, ხოლო მშენებელი 30 000 ლარით დაჯარიმდა”- მერია
შემდეგი სტატიაუკრაინამ და ლიეტუვამ დრონების შეთანხმება გააფორმეს