14.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

მთავრობის ადმინისტრაცია 101 600 ლარის ღირებულების კომპიუტერებს და ავეჯს შეიძენს

მთავრობის ადმინისტრაციამ 56 250 ლარის ღირებულების ავეჯი და 45 350 ლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკა უნდა შეიძინოს. ირაკლი კობახიძემ ადმინისტრაციას ამ შესყიდვებზე თანხმობა 2 აპრილს ხელმოწერილი 380-ე და 381-ე განკარგულებებით მისცა.

აუქციონის გარეშე სამაგიდე კომპიუტერების და ავეჯის შეძენაზე სახელმწიფო შესყიდვა 6 აპრილს გამოცხადდა. განაცხადების მიღება კომპიუტერების შემთხვევაში 13 აპრილს დაიწყება და 15 აპრილს დასრულდება. ჯამში ადმინისტრაციას 45 350 ლარად 27-ინჩიანი 20 მონიტორის და 14-ბირთვიანი 11 პროცესორი უნდა შეიძინოს.

ავეჯის შესაძენად გამოცხადებულ ტენდერში განაცხადების მიღება 15 აპრილიდან დაიწყება და 17 აპრილს დასრულდება. ეს შესყიდვა 140 საოფისე სავარძელს, 1 გორგოლაჭიან სავარძელს და ერთ საოფისე მაგიდას მოიცავს.

banner
წინა სტატიაშიესპანეთის პრემიერ-მინისტრი: არ დავუშვათ, ლიბანი გახდეს ახალი ღაზა
შემდეგი სტატიამეუფე გრიგოლი: ირგვლივ მაგალითი მრავალია, ავიც და კარგიც, მაგრამ ცუდის ქმნას დიდი ძალისხმევა არ სჭირდება, სიკეთის ქმნას კი სჭირდება ძალისხმევა