მთავრობას სირცხვილი, გაყიდეს საქართველო და ამას ვერ დავუშვებ – რიონში გაუჩინარებული აქტივისტის წერილი

“სირცხვილი მთავრობას, გაყიდეს საქართველო და ამას ვერ დავუშვებ! უფლის წყალობით მოვიგებთ ამ ომს” – ეს ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტის, ნიკა ანთიძის ბოლო წერილია, რომელიც ოჯახის ადვოკატმა დღეს, 6 მაისს გაასაჯაროვა. უფლებადამცველი, გიორგი ჭოჭუა განმარტავს, რომ სიცრუეა თითქოს ნიკა ანთაძე ნასვამ მდგომარებაში იმყოფებოდა და მდინარ რიონში ამ მიზეზით გაუჩინარდა.

“ჯერ იქიდან დავიწყოთ, რომ ეს არავის ბრალია, ეს უფლის ნებაა. მა, არ ინერვიულო, სიგიჟემდე მიყვარხარ და იქითა ცხოვრებაში გნახავ. მთელ ჩემ სანათესაო, საახლობლო, სანაცნობოს ვეფერები დიდი სიყვარულით. ცოტა გავითიშე, ერთ რაღაცაზე ვფიქრობ. მადლობა უფალს ყველაფრისთვის. მე ქრისტიანი კაცი ვარ. მთავრობას სირცხვილი გაყიდეს საქართველო და ამას ვერ დავუშვებ. უფლის წყალობით მოვიგებთ ამ ომს”, – წერია მესიჯში.

ადვოკატის განცხადებით, გარდაცვლილის ოჯახი, მომხადრის ობიექტურ გამოძიებას ელოდება და ძალოვან უწყებებს საქმის დეტალების სწრაფად გარკვევისკენ მოწდებს.

“მინდა გითხრათ იმ მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომ თითქოსდა იგი ტრაგიკული შემთხვევის დროს იმყოფებოდა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან შევისწავლეთ შემთხვევის ადგილი, აქციის მონაწილეების, ორგანიზატორების და კარვებში მცხოვრებ პირთა ცხოვრების წესი და ჩვენი თვალით ვნახეთ, რომ კარვებს ტერიტორიაზე არმცთუ ალკოჰოლი, სიგარეტის მოხმარებაც აკრძალულია.

მან ტრაგიკულ ფაქტამდე რამდენიმე წუთით ადრე დატოვა გამოსამშვიდობებელი წერილი მობილურში, მესენჯერის საშუალებით, რომელსაც ვასაჯაროვებთ, ასევე, ნიკა ანთიძის ოჯახი თხოვნით მიმართავს საზოგადოებას და პოლიტიკურ პარტიებს, მისი ოჯახის ამ მძიმე ტრაგედიას ნუ გამოიყენებენ პოლიტიკური ნიშნით”, – თქვა ადვოკატმა.

banner
წინა სტატიაშიმანჯგალაძე – ადმინისტრაციული კოდექსში ცვლილებები არ არის ნატო-ს და ევროპის პრაქტიკა, ეს უნდა შეაჩეროს პრეზიდენტმა
შემდეგი სტატიარიკოთის მაგისტრალის პირველი, 2.5 კმ-იანი ორზოლიანი მონაკვეთი შემოდგომაზე გაიხსნება