21.6 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

მთავრობას საწვავი თითქმის 49 თეთრამდე გაუიაფდა – რამდენს გადაიხდის 1 ლიტრში

უფრო კონკრეტულად, კონსოლიდირებული ტენდერის თანახმად, მთავრობა 1 ლიტრ სუპერის (ოქტანობა არანაკლებ 98) ტიპის საწვავს ივლისში 3.17 ლარად შეიძენს (ივნისში 3.62 ლარი). ტენდერში გამარჯვებული „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიაა“.

რაც შეეხება საწვავის სხვა ტიპებს, კონსოლიდირებული ტენდერის მიხედვით, ივლისში 1 ლიტრი პრემიუმის ტიპის საწვავის ღირებულება 2.87 ლარი იქნება (ივნისში – 3.31 ლარი იყო), აქ გამარჯვებული „რომპეტროლ საქართველოა“.

ამავე მონაცემების მიხედვით, ევრო რეგულარის ტიპის საწვავს, მთავრობა ივლისში 2.85 ლარად შეიძენს (ივნისში 3.28 ლარი იყო) გამარჯვებულ კომპანიას „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი“ წარმოადგენს.

რაც შეეხება ევროდიზელს (არაუმეტეს PPM 10), ფასი არსებულ მდგომარეობაში ერთ ლიტრზე 3.20 ლარია, (ივნისში 3.69 ლარი იყო), ტენდერში გამარჯვებული „სან პეტროლიუმ ჯორჯიაა“.

ცნობისთვის, საქართველოში საწვავის საცალო ფასი „პლატსის“ მიხედვით დგინდება. 2025 წლის დეკემბერში „პლატსის“ მიხედვით ბენზინის საშუალო ღირებულება ტონაზე 709.28 აშშ დოლარი, ხოლო დიზელის – 740.69 აშშ დოლარი იყო; 2026 წლის იანვარში ბენზინი 642.73 აშშ დოლარი, ხოლო დიზელი 650.06 აშშ დოლარი ღირდა; თებერვალში ბენზინის ფასი 686.53 აშშ დოლარი, დიზელის – 701.59 აშშ დოლარი იყო; მარტში ბენზინის ღირებულებამ 973.39 აშშ დოლარი, ხოლო დიზელის – 1207. 97 აშშ დოლარი; აპრილში ბენზინის ფასი 1060.01 აშშ დოლარი იყო, დიზელის – 1302.23 აშშ დოლარი; მაისში ბენზინი 1127.09 აშშ დოლარი ღირდა, დიზელი – 1154.62 აშშ დოლარი; ივნისში ბენზინის ფასი 948.65 აშშ დოლარი იყო, დიზელის 977.20 აშშ დოლარი.

banner
წინა სტატიაშიკიევი ევროკავშირისგან ორბანის მიერ წლების განმავლობაში დაბლოკილი 6.6 მილიარდი ევროს პირდაპირ გადაცემას ითხოვს
შემდეგი სტატიაგიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილი დააკავეს