“მთავრობას ნდობას ვერ გამოვუცხადებთ, მაგრამ წარმატებას ვუსურვებთ” – ადა მარშანია

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ივლისი 14, 2018 13:33

“მთავრობას ნდობას ვერ გამოვუცხადებთ, მაგრამ წარმატებას ვუსურვებთ” – ადა მარშანია

„პატრიოტთა ალიანსი“ მთავრობას ნდობას არ გამოუცხადებს, – ამის შესახებ პარტიის წევრმა ადა მარშანიამ განაცხადა. მისი თქმით, მთავრობამ დაიწყო სიღარიბის თემაზე საუბარი და მთავრია გააზრებული ნაბიჯები ამ მიმართულებით.
„ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ მთავრობას ნდობას ვერ გამოვუცხადებთ, მაგრამ ამავდროულად, რადგან ეს ჩვენი ქვეყნის მთავრობაა, მას წარმატებას ვუსურვებთ. ბატონმა ბახტაძემ ისაუბრა სიღარიბეზე და როგორც იქნა ეს თემა წამოწია. ვნახოთ, როგორ გაუმკლავდებიან. ასე მოკლე დროში ამ პრობლემას მთლიანად ვერ გავუმკლავდებით, მაგრამ ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეიძლება, მთავარია ჩვენ დავინახოთ გააზრებული ნაბიჯები“ – განაცხადა ადა მარშანიამ.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ივლისი 14, 2018 13:33

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,479
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics