საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის ინფორმაციით, 50-ზე მეტი უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია ხელს აწერს წერილს, რომელშიც გამოთქმულია სოლიდარობა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მიმართ და დაგმობილია მთავრობის ძალისხმევა, შემოიღოს კანონი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ [რუსული კანონი].”
ხელმომწერები მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, მხარი არ დაუჭირონ კანონპროექტს.
“როგორც ადამიანის უფლებათა დამცველები მთელ მსოფლიოში, ღრმად ვართ შეშფოთებულები საქართველოს მთავრობის მცდელობებით, ჩაახშოს სამოქალაქო საზოგადოების ხმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის შემოღებით. ჩვენს მეგობრებსა და მოკავშირეებს საქართველოში, გთხოვთ, იცოდეთ, რომ ჩვენ ვდგავართ თქვენ გვერდით, როდესაც თქვენ მიდიხართ მთავრობის მცდელობის წინააღმდეგ, მიიღოს კანონი, რომელიც აშკარად ეხება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და დამოუკიდებელ მედიას. ეს თავდასხმა სიტყვისა და შეკრების თავისუფლებაზე, ისევე როგორც დემოკრატიული და პლურალისტური საზოგადოების ძირითად და ფუნდამენტურ უფლებებზე, გავლენას ახდეს თითოეულ ჩვენგანზე. ეს არის სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის დეჰუმანიზაციისა და სტიგმატიზაციის მცდელობა, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს ადამიანის უფლებათა ვალდებულებებს, ისევე როგორც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებსა და ღირებულებებს.
ჩვენს ზოგიერთ ქვეყანაშიც შევხვედრილვართ მსგავს მოვლენებს, რომელიც მიმართულია ანგარიშვალდებულების შემცირებასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე. ამ სახის კანონმდებლობამ გამოიწვია ადამიანის უფლებათა დამცველების, გარემოსდაცვითი აქტივისტების, იურიდიული პროფესიონალების, ჟურნალისტების, მუშაკების, საზოგადოების ლიდერების და სამოქალაქო საზოგადოების სხვა აქტორების რეპრესიები, თავდასხმები, წითელი მონიშვნები, პატიმრობა, გატაცება და მკვლელობა. შემაშფოთებელია იგივე რისკების დანახვა, რასაც ახლა აწყდება ქართველი ხალხი, რომელიც გასული 35 წლის განმავლობაში სასტიკად იბრძოდა თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის და დემოკრატიისთვის.
სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს. ძალიან ვაფასებთ თქვენს ბრძოლას თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის და ვაღიარებთ, რომ ამ კანონის მიღება საქართველოში გავლენას მოახდენს ჩვენს ქვეყნებზეც.
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, არ დაუჭიროს მხარი კანონპროექტს და დაუბრუნდეს რეფორმების დღის წესრიგს, რაც ძალიან საჭიროა საქართველოს დემოკრატიზაციისა და განვითარების უწყვეტი ლიდერობისთვის,” – ნათქვამია განცხადებაში.