„მთავრობას კრიზისების მართვის საბჭო სჭირდება, როგორც ბერკეტი საზოგადეობის კეთილდღეობისთვის“

იუსტიციის მინსიტრ თეა წულუკიანის განცხადებით, კრიზისების მართვისა და უშიშროების საბჭოების გაერთიანებაზე პრემიერმა გამოხატა პიოზიცია, რომელსაც მთავრობის ყველა წევრი იზიარებს.

თეა წულუკიანი „თავისუფალი დემოკრატების“ ინიციატივას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც კრიზისების მართვის საბჭო უშიშროების საბჭოსთან უნდა გაერთიანდეს.

„პრემიერმა გამოხატა თავისი პოზიცია, რომელიც ერთიანად არის გაზიარებული მთავრობის წევრების მიერ, რომ კრიზისების მართვის საბჭო მთავრობას სჭირდება, როგორც ბერკეტი, სამუშაო ინსტრუმენტი, თქვენი, საზოგადოების კეთილდღეობისთვის. საბჭო არის დატვირთული ძალიან ბევრი ვალდებულებით და პასუხისმგებლობით, აქედან გამომდინარე მთავრობა არ აპირებს, რომ ეს ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენ მუშაობისთვის გვჭირდება, სტიქიის შემთხვევა იქნება ეს თუ სხვა უბედური შემთხვევა, აღარ იქონიოს. დებატების აუციელბლობას ამ თეაზე არ ვხედავ, ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა და საკითხია, რომელზე სასაუბროდაც მზად ვარ“, – განაცხადა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშივიქტორ დოლიძე კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელ მინდია ჯანელიძეს დებატებში იწვევს
შემდეგი სტატია“ასე ქვეყანას ვერ ააგუგუნებენ”- ირმა ნადირაშვილი პრემიერსა და პარლამენტს მიმართავს