ირაკლი ლექვინაძე:მამუკა ხაზარაძემ საჯარო განცხადებაში კითხვის ნიშნები დასვა ანაკლიის პორტის პროექტის სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით

მთავრობას დეკლარირებული და ბიუჯეტში გათვალისწინებული აქვს ვალდებულებები, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებისთვის არის საჭირო. ეს ნაბიჯები არ უნდა გაჩერდეს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და ინვესტორებთან მრავალჯერ უნდა გაესვას ხაზი ამ პროექტის მნიშვნელობას ქვეყნისთვის. ამ მიმართულებით აუცილებელია კომუნიკაციის მაღალი ხარისხი, – განაცხადა საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა, ირაკლი ლექვინაძემ ანაკლიის პორტის პროექტის შესახებ მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე საუბრისას.

ირაკლი ლექვინაძის თქმით, ასეთ საქმეებს ინვესტორები განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდებიან და ამიტომ არის აუცილებელი, მათ არ ჰქონდეთ სანდო ინფორმაციის დეფიციტი.

„მამუკა ხაზარაძემ საჯარო განცხადებაში კითხვის ნიშნები დასვა ანაკლიის პორტის პროექტის სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით. ეს ძალიან ყურადსაღებია. ვფიქრობ, მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ პროექტზე ინვესტორებშეის განწყობებს საფრთხე არ შეექმნას“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ლექვინაძე „თიბისი ბანკის“ გარშემო შექმნილ ვითარებაზე საუბრობს-ნებისმიერი მსგავსი პროცესი ბიზნესგარემოზე აისახება
შემდეგი სტატიაირაკლი ლექვინაძე – „თიბისი ბანკის“ საქმეზე ბიზნესასოციაციებისა და დიპლომატიური კორპუსისთვის განმარტებები დაგვიანდა