“მთავრობას და ეროვნულ ბანკსაც საჭიროზე მეტი რესურსი აქვს, რომ ეკონომიკური აღდგენა სწრაფად დაიწყოს”

მინდა, დაგარწმუნოთ, რომ დღეს საქართველოს მთავრობას და ეროვნულ ბანკსაც საჭიროზე მეტი რესურსი აქვს, რომ ჩვენი ეკონომიკური აღდგენა სწრაფად დაიწყოს, რაც პირდაპირ, სწრაფ ზეგავლენას იქონიებს ლარის კურსზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ზაფხულში, როდესაც პირველი ტალღა იყო ინფიცირების, ლარის კურსის მკვეთრი გაუფასურება მაშინაც იყო, მაგრამ, როგორც გახარიამ აღნიშნა, ლარის კურსი დაუბრუნდა ნორმალურ ნიშნულს.

„ყველას ძალიან კარგად გვესმის და პირველ რიგში მე ძალიან კარგად მესმის, რომ ლარის კურსი არ არის მხოლოდ ეკონომიკური ფაქტორი. ჩვენ ქვეყანაში ლარი კურსი არის სოციალური ფაქტორიც, ეს ძალიან კარგად გვესმის, გათვითცნობიერებული გვაქვს.

რა თქმა უნდა, ლარი დღეს ზედმეტად გაუფასურებულია, რადგან ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მაკროეკონომიკური მაჩვენებლები ლარის კურსის დღევანდელი ნიშნულისთვის არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ გლობალური კრიზისია, საქართველო მაკროეკონომიკურად ასე თუ ისე ნორმალურ პარამეტრებში ვართ.

ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ბევრი რამ დამოკიდებული ემოციებსა და მოლოდინებზე. გასაგებია, რომ გლობალური პანდემია გვაქვს, გასაგებია, რომ ინფიცირებულების რაოდენობის ზრდა გვაქვს, გასაგებია, რომ არჩევნების მოლოდინია. შესაბამისად, ყველამ უნდა გავითვალისწინოთ ეს და მინდა, ერთ რამეს ხაზი გავუსვა – არ დაგვავიწყდეს ზაფხული, როდესაც პირველი ტალღა იყო ინფიცირების, მაშინაც ლარის კურსის მკვეთრი გაუფასურება იყო, მაგრამ შემდგომ დაუბრუნდა ნორმალურ ნიშნულს.

მინდა დაგარწმუნოთ, რომ დღეს, საქართველოს მთავრობას და ეროვნულ ბანკსაც საჭიროზე მეტი რესურსი აქვს, რომ ჩვენი ეკონომიკური აღდგენა სწრაფად დაიწყოს, რაც პირდაპირ სწრაფ ზეგავლენას იქონიებს ლარის კურსზე“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – საქართველოს სხვა რეგიონებთან შედარებით, საჩხერეს გარკვეული უპირატესობა აქვს
შემდეგი სტატიაირაკლი ჩიქოვანი: ჩვენს აფხაზ ძმებთან ერთად ჩვენ აუცილებლად შევქმნით ევროპულ სახელმწიფოს