“მთავრობამ უნდა დახარჯოს 3,3 მლრდ ლარი…დაუყოვნებლივ დაიწყოს მიმდინარე წლის ბიუჯეტის კორექტირება”

საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხელისუფლებას მოუწოდებს, მიმდინარე წლის ბიუჯეტის კორექტირება მოახდინოს. რომან გოცირიძე აცხადებს, რომ საქართველოში დღეს საბიუჯეტო პროცესი სრულად არის ჩამოშლილი.

„მთელი ამ ხნის განმავლობაში ათვისებული იქნა მხოლოდ 9 მლრდ ლარი და დარჩენილი 2 თვის განმავლობაში მთავრობამ უნდა დახარჯოს 3,3 მლრდ ლარი, რაც წარმოუდგენელია. ეს არის სრული ჩავარდნა, რაც აქამდე ამ დოზით „ქართულ ოცნებას“ არ ჰქონია. ეს არის ზვავი, რომელიც შეიძლება ამ ორი თვის მანძილზე თავზე ჩამოეშალოს მთავრობას, ამიტომ ვაფრთხილებ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ დაიწყოს მიმდინარე წლის ბიუჯეტის კორექტირება. ეს ხარჯები გადაიტანონ მომავალი წლის ბიუჯეტში, მოახდინონ ბიუროკრატიული და უსარგებლობლო ხარჯების კორექტირება. ეს ყველაფერი გამოიწვია საქართველოს მთავრობის და ეროვნული ბანკის შეცდომებმა, არასწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ, ასევე ეროვნული ბანკის მთავრობის მორჩილებაში გადაყვანამ, შედეგად მივიღეთ არასტაბილური ლარი“, – განაცხადა გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაში„კვერცხებით დახვდება საკუთარი ამომრჩეველი!“ – ელისო კილაძე „ოცნების“ დეპუტატებზე
შემდეგი სტატიაოპოზიცია ხელისუფლების წინააღმდეგ – „რესპუბლიკური პარტია“ გაერთიანებულ ოპოზიციასთან ერთად გრიგოლ ვაშაძის გამარჯვებისთვის იბრძოლებს