“მთავრობამ თავის პირით თქვა, რომ აღარ უნდა ველოდოთ ლარის გამყარებას” – ოთარ კახიძე

დღეიდან საქართველოში ლარიზაციის ერთჯერადი და ნებაყოფლობითი პროგრამა იწყება. პროგრამის მიხედვით, ფიზიკურ პირებს, ვისაც სესხი ქონდა აღებული 2015 წლის 1 იანვრამდე აშშ დოლარში და არის უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი, შეუძლიათ სესხები გაალარონ შეღავათიანი კურსით, ანუ მიმდინარე კურსს გამოკლებული 20 თეთრი 1 აშშ დოლარზე, ეს სხვაობა იქნება ანაზღაურებული მთავრობის მიერ.

მთავრობის პროგრამას აფასებენ ოპოზიციაში, სადაც ხელისუფლების ოპტიმიზმს არ იზიარებენ. საპარლამენტო უმცირესობის მტკიცებით, მთავრობის გეგმა მოსახლეობის გაღარიბებისკენ არის მიმართული და ერთჯერადი დახმარება ვითარებას კიდევ უფრო გააუარესებს.

„მთავრობამ თქვა თავისი პირით, რომ აღარ უნდა ველოდოთ ლარის გამყარებას, ლარი გაუფასურდება, ამიტომ სესხები უნდა გადავიტანოთ დოლარიდან ლარში, რათა გაუფასურების შედეგად მიღებული წნეხი იყოს ნაკლები. ამგვარი ნაბიჯები, რომელიც ბაზარზე იწვევს რყევებს, ბაზრის მოთამაშეები ხედავენ, რომ მთავრობის პროგნოზი არის პესიმისტური, ეს კიდევ უფრო გააუარესებს მდგომარეობას,“ – აცხადებს ოთარ კახიძე.

banner
წინა სტატიაშიფინანსთა მინისტრის მოადგილე მოქალაქეებს ურჩევს, „გალარების“ აქციაში ჩაერთონ
შემდეგი სტატია“ლარში არავინ გასცემს სესხს კურსის გაუთვალისწინებლად” – ექსპერტები ლარიზაციის პროგრამას აკრიტიკებენ