29.2 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

მთავრობამ სულხან პაპაშვილის კომპანიას ყაზბეგში, ჰესის ასაშენებლად, მიწები 49 წლით გადასცა- დეტალები

საქართველოს მთავრობამ ბიზნესმენ სულხან პაპაშვილის კომპანია „ლარსი ფაუერს“ ყაზბეგში, დარიალის ხეობაში, 11 041 კვ.მ ფართობის ორი მიწის ნაკვეთი 49-წლიანი აღნაგობის უფლებით გადასცა.

მთავრობის განკარგულების თანახმად, აღნიშნული გადაწყვეტილება „ლარსი 2 ჰესის” მშენებლობისა და შემდგომში მისი ექსპლუატაციაში მიღების მიზნით იქნა მიღებული.

მიწებით სარგებლობის სანაცვლოდ, კომპანია ვალდებულებებს იღებს:

დარიალის ხეობაში გადაცემული ნაკვეთების სანაცვლოდ, პაპაშვილის კომპანია სახელმწიფო ბიუჯეტში ყოველწლიურად 79 457 ლარს გადაიხდის.

პროექტის მიზანი: ტერიტორიაზე ახალი ჰიდროელექტროსადგურის („ლარსი 2 ჰესი“) მშენებლობა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარება.

banner
წინა სტატიაში“გერმანიაზე შეტევა რუსეთის მითითებით ხდება”- მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ენერგეტიკულ იზოლაციაზე საუბრობს
შემდეგი სტატიაევროპული საბჭოს პრეზიდენტი “იმედის” წინააღმდეგ ევროპარლამენტარების მიმართვას პირადად განიხილავს