მთავრობამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქმიანობების ჩამონათვალი დაამტკიცა და ამ სფეროში მომუშავეთა გაფიცვის პირობები დაადგინა

მთავრობამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქმიანობების ჩამონათვალი დაამტკიცა და ამ სფეროში მომუშავეთა გაფიცვის პირობები დაადგინა.

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სამსახურში მომუშავეებს გაფიცვის უფლება აქვთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი უზრუნველყოფენ მინიმალური მომსახურების მიწოდებას იმგვარად, რომ დაკმაყოფილდეს მომხმარებელთა საბაზისო მოთხოვნები და ამგვარი მომსახურება ხორციელდებოდეს უსაფრთხოდ და შეფერხების გარეშე.

„მინიმალური მომსახურების ორგანიზება და მასთან დაკავშირებული სხვა საკითხები (მათ შორის მომსახურების მიმწოდებელი დასაქმებულთა მინიმალური რაოდენობა) განისაზღვრება კოლექტიური შრომითი დავის მონაწილე სუბიექტებს შორის მოლაპარაკების და შეთანხმების შედეგად, რომელიც უნდა შედგეს გაფიცვის შესახებ მინისტრისთვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნამდე. აღნიშნულ საკითხზე ნებისმიერი უთანხმოების შემთხვევაში დავა განიხილება სასამართლოს მიერ,“- ნათქვამია ბრძანებაში.

მთავრობის მიერ განსაზღვრული სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქმიანობების ნუსხა ასეთია:

მუშაობა სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში;
მუშაობა სტაციონარულ დაწესებულებებში ან/და ამბულატორიული დაწესებულების გადაუდებელი დახმარების სამსახურებში;
მუშაობა ელექტროენერგიის წარმოების, განაწილების, გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის სფეროში;
მუშაობა წყალმომარაგებისა და წყალარინების სფეროში;
მუშაობა სატელეფონო კავშირგაბმულობის სფეროში;
მუშაობა საავიაციო, სარკინიგზო, საზღვაო და სახმელეთო მიმოსვლის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში;
მუშაობა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის, კანონიერებისა და მართლწესრიგის უზრუნველყოფის სამსახურებში, მათ შორის:
მუშაობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მისი სისტემის დაწესებულებებში;
მუშაობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მისი სისტემის დაწესებულებებში;
მუშაობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და მისი სისტემის დაწესებულებებში;
მუშაობა სასამართლო ორგანოებში;
მუშაობა დასუფთავების მუნიციპალურ სამსახურებში;
მუშაობა სახანძრო უსაფრთხოების და სამაშველო სამსახურებში;
მუშაობა ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების და განაწილების სფეროში.
ჯანდაცვის მინისტრმა შესაბამისი ბრძანება 7 სექტემბერს გამოსცა.

banner
წინა სტატიაშიხაბეიშვილი – რას იღრიჭებოდა შს მინისტრი, მართლა საღ ჭკუაზე თუ არიან?
შემდეგი სტატია„ასტრაზენეკას“ ვაქცინის ერთ-ერთი შემქმნელი – ვაქცინის მესამე, ე.წ. გამაძლიერებელი დოზა ყველასთვის საჭირო არ არის