11.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

მთავრობამ საპატრიარქოს საგანმანათლებლო დაწესებულებებს 5 მილიონ ლარზე მეტი გამოუყო, 1 ლარად კი ქონება გადასცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებულ 42 საგანმანათლებლო დაწესებულებას ჯამში 5 250 000 ლარი გამოეყო. შესაბამისი ინფორმაცია მთავრობის №1990 განკარგულებაშია აღნიშნული.

დოკუმენტის თანახმად, დაფინანსება ითვალისწინებს საპატრიარქოს სკოლებს, გიმნაზიებს, სკოლა-გიმნაზიებს, უნივერსიტეტსა და ფონდს. თითოეულ დაწესებულებაზე 40 000 ლარი მოდის. თანხა 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, „ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსების“ პროგრამის ფარგლებში გამოიყო.

ამასთანავე, მთავრობის №1904 განკარგულებით, საპატრიარქოს პრივატიზების ფორმით, სიმბოლურ ფასად — 1 ლარად გადაეცა უძრავი ქონება სამტრედიის მუნიციპალიტეტში.

სოფელ ნაბაკევში მდებარე 3 739 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული ორი შენობა-ნაგებობით საპატრიარქოს საკუთრებაში გადავიდა.

banner
წინა სტატიაში2027 წლიდან უნგრეთის ცირკში გარეული ცხოველების მონაწილეობა აიკრძალება
შემდეგი სტატიარესტორანში ხინკალი 10%-ით გაძვირდა