მთავრობამ საპატრიარქოს გელათის რეაბილიტაციისთვის 7.5 მლნ ლარი გამოუყო

მთავრობამ გელათის სამონასტრო კომპლექსის სარესტავრაციო, სარეკონსტრუქციო და საკონსერვაციო სამუშაოებისთვის დამატებით 7.5 მილიონი ლარი გამოყო.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განკარგულებით, აღნიშნული თანხა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს გამოეყო. ამ უკანასკნელმა კი, თავის მხრივ, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას უნდა გადაურიცხოს.

საპატრიარქომ გელათის მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები კულტურის სამინისტროსგან 2023 წლის აპრილში გადაიბარა.

banner
წინა სტატიაშიმამუკა მდინარაძე: ოპოზიციის წარმომადგენლებმა საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრების შესახებ რეზოლუციის პროექტის ინიცირებას ხელი არ მოაწერეს
შემდეგი სტატიავახტანგ გომელაური – მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, ნაადრევი ქორწინების, არასრულწლოვანთა მიერ და მიმართ ჩადენილი დანაშაულების, ქალთა მიმართ ძალადობის, დისკრიმინაციის ნიშნით და შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების მიმართულებით