მთავრობამ პარლამენტს „კანაფის კონტროლის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის შესახებ მიმართა

პარლამენტს წარედგინა მთავრობის ადმინისტაციის მიმართვა „კანაფის კონტროლის შესახებ“ კანონპროექტის და თანმდევი საკანონმდებლო ინიციატივების პარლამენტიდან გაწვევის შესახებ. პრემიერ-მინისტრის შესაბამისი განკარგულება 2 ნოემბერს არის მიღებული და საკანონმდებლო პაკეტის გაწვევის შესახებ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ეცნობება, რის შემდეგაც საკითხი პარლამენტის დღის წესრიგიდან მოიხსნება. მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებდა ქვეყანაში კანაფის კულტივაციას და მისგან წარმოებული პროდუქციის ექსპორტზე გატანას.

banner
წინა სტატიაშიგრიგოლ ვაშაძე : ვაპირებთ, შევიწყალოთ დედები, რომლებსაც მცირეწლოვანი შვილები ჰყავთ და არ აქვთ ჩადენილი მძიმე დანაშაული
შემდეგი სტატიაკახი კალაძე მიიჩნევს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თავის დროზე სათანადოდ ვერ დააფასა ის ადამიანები, რომლებიც 2012 წელს პოლიტიკურ ძალას გვერდით ედგნენ