26.8 C
Tbilisi
პარასკევი, სექტემბერი 11, 2026
banner

მთავრობამ NATO-სა და EU-ს შესახებ საინფორმაციო ცენტრის ყოფილი შენობა აუქციონის წესით, 34 810 000 ლარად გაყიდა

მთავრობამ NATO-სა და EU-ს შესახებ საინფორმაციო ცენტრის ყოფილი შენობა აუქციონის წესით, 34 810 000 ლარად გაყიდა.

NATO-სა და EU-ს შესახებ საინფორმაციო ცენტრის ყოფილი შენობა შალვა დადიანისა და კოტე აფხაზის ქუჩების კვეთაზე, თავისუფლების მოედანთან ახლოს მდებარეობს, მას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.

საინფორმაციო ცენტრი NATO-სა და EU-ს შესახებ, როგორც ცალკე სტრუქტურა „ქართული ოცნების” გადაწყვეტილებით გაუქმდა.

ცენტრი 2005 წელს საქართველოს NATO-სთან ინტეგრაციის საკითხებზე მოსახლეობისათვის ამომწურავი, ობიექტური ინფორმაციის მიწოდებისა და ამით მოსახლეობის გაცნობიერებული მხარდაჭერის მოპოვებისთვის დაარსდა. 2013 წლიდან კი ამ ამოცანას კიდევ ერთი მიმართულება დაემატა – EU და მის საინფორმაციო კამპანიასთან დაკავშირებული აქტივობები.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე: ლურსმანაშვილი გამოსაყვანია სოროდან. ის აწვდის საწვავს აფხაზეთში
შემდეგი სტატიაუკრაინამ 2026 წლის ივნისთან შედარებით ივლისში საშუალო სიშორის დარტყმები 126%-ით გაზარდა