მთავრობამ ყველაფერი გააკეთა – გომელაური ზაზა გახელაძეზე

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური თქმით, მთავრობამ ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონოდ დაკავებული, ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად ყველაფერს აკეთებს.

გომელაურმა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა და განმარტა, რომ მისმა საჯარო განცხადებებმა, შესაძლოა, პროცესი დააზიანოს.

“ხშირად ვხდები კრიტიკის მსხვერპლი, ვერ ვსაუბრობ ხოლმე, ამ შემთხვევაში გამიჭირდება, რომ დეტალებზე ვისაუბრო. თუმცა ერთი შემიძლია ვთქვა, რომ მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, ყველა ჩვენი პარტნიორი, მეგობრები, საერთაშორისო ორგანიზაციები ჩართული არიან ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად.

ვიმედოვნებ, რომ მიიღებენ გონივრულ გადაწყვეტილებას და ამ ადამიანს გაათავისუფლებენ და მალე დაუბრუნდება ოჯახს.

დეტალებზე ბოდიშს ვიხდი, შეიძლება ჩემმა ღია საუბარმა დააზიანოს და ჩაშალოს მოლაპარაკებები”,-თქვა ვახტანგ გომელაურმა.

banner
წინა სტატიაშივიცით რომ საქართველოშია – გომელაური ესებუაზე
შემდეგი სტატიამოსამართლეების დანიშვნები არ შეჩერდება – “ოცნების” გადაწყვეტილება