მთავრობამ ბიუჯეტიდან დაახლოებით, 100 მილიონი ლარით ნაკლები ხარჯი გასწია

მთავრობამ ბიუჯეტიდან დაახლოებით 100 მილიონი ლარით ნაკლები ხარჯი გასწია

სახელმწიფო ხაზინის ინფორმაციით, 2016 წლის ნოემბერში ხაზინის მომსახურებაზე მყოფ ყველა ბიუჯეტიდან (სახელმწიფო, ავტონომია, მუნიციპალიტეტი, სსიპ, ააიპ) დაახლოებით 100 მილიონი ლარით ნაკლები დაიხარჯა.

ხაზინის ინფორმაციით, 2016 წელს, წინა წელთან შედარებით, ყველა ბიუჯეტიდან კონსოლიდირებული ხარჯვის დაბალი მაჩვენებელი შენარჩუნდა (940 მლნ ლარი – 2016 წელს; 944 მლნ ლარი – 2015 წელს).

მათივე ცნობით, საბიუჯეტო შეზღუდვის მნიშვნელოვანი წილი მოდის საჯარო მოხელეთა პრემიებზე. მათ შორის, 14 მილიონი ლარი დაიზოგა იმით, რომ არც ერთ საჯარო უწყებაში ე.წ. გიორგობის პრემია არ გაცემულა.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ 115 აბი „მეტადონი“ ამოიღო
შემდეგი სტატიალარის გაუფასურების ერთ-ერთ მიზეზად ექსპერტები მთავრობის მიერ დაანონსებულ რეგულაციებს ასახელებენ