12.8 C
Tbilisi
კვირა, აპრილი 19, 2026
banner

მთავრობამ, 25 მუნიციპალიტეტს, ფინანსური დახმარების მიზნით ბიუჯეტიდან ₾39.1 მლნ გამოუყო

მთავრობამ 25 მუნიციპალიტეტს ფინანსური დახმარების მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტიდან 39 100 000 ლარი გამოუყო. შესაბამის 431-ე განკარგულებას ირაკლი კობახიძემ ხელი 26 თებერვალს მოაწერა.

დოკუმენტის მიხედვით, ყველაზე დიდი მოცულობა ჭიათურის, ხონის, ვანის, ტყიბულის, ბაღდათის მუნიციპალიტეტებს გამოეყო. მთავრობამ ბიუჯეტის თანხების გამოყოფა მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის გათვალისწინებით ფინანსთა სამინისტროს დაავალა.

ბიუჯეტიდან მუნიციპალიტეტების ფინანსური დახმარების მიზნით 39.1 მლნ ლარი ასე გადანაწილდება:

ახმეტა – არაუმეტეს 200 000 ლარი;
გურჯაანი – არაუმეტეს 200 000 ლარი;
ლაგოდეხი – არაუმეტეს 300 000 ლარი;
ყვარელი – არაუმეტეს 200 000 ლარი;
ჭიათურა – არაუმეტეს 7 000 000 ლარი;
ტყიბული – არაუმეტეს 2 500 000 ლარი;
ბაღდათი – არაუმეტეს 2 150 000 ლარი;
ვანი – არაუმეტეს 2 250 000 ლარი;
თერჯოლა – არაუმეტეს 2 000 000 ლარი;
სამტრედია – არაუმეტეს 300 000 ლარი;
ხონი – არაუმეტეს 2 250 000 ლარი;
ზუგდიდი – არაუმეტეს 2 500 000 ლარი;
აბაშა – არაუმეტეს 2 000 000 ლარი;
მარტვილი – არაუმეტეს 1 500 000 ლარი;
მესტია – არაუმეტეს 400 000 ლარი;
სენაკი – არაუმეტეს 350 000 ლარი;
ჩხოროწყუ – არაუმეტეს 2 000 000 ლარი;
წალენჯიხა – არაუმეტეს 1 300 000 ლარი;
ლანჩხუთი – არაუმეტეს 1 500 000 ლარი;
ჩოხატაური – არაუმეტეს 2 500 000 ლარი;
თიანეთი – არაუმეტეს 450 000 ლარი;
ამბროლაური – არაუმეტეს 1 400 000 ლარი;
ლენტეხი – არაუმეტეს 2 000 000 ლარი;
ონი – არაუმეტეს 350 000 ლარი;’
ცაგერი – არაუმეტეს 1 500 000 ლარი;

banner
წინა სტატიაშიისრაელის საჰაერო ძალები – ირანში კონფლიქტის დაწყების შემდეგ 5000-ზე მეტი ბომბი ჩამოვაგდეთ
შემდეგი სტატიასაბა ბუაძე- წარმოგიდგენიათ ისეთი ძალა, რომელიც ხალხს ეუბნებოდეს, მაღიარეთ თორემ ციხეში ჩაგსვამო