10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
banner

მთავრობამ 2026 წლის რთველისთვის ყურძნის ფასი დაადგინა

2026 წელს რთველის სუბსიდირებაზე 60 მლნ ლარი დაიხარჯება. დადგინდა ყურძნის ფასებიც.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ამ მიმართულებით 150 მლნ ლარამდე იქნა დახარჯული.

მთავრობის დადგენილებით, სახელმწიფოს “მოსავლის მართვის კომპანიამ” სხვადასხვა შაქრიანობის მქონე ყურძენი შემდეგ ფასად უნდა მიიღოს:

საფერავის ჯიშის ყურძენი:

1.5 ლარად – კონდიციური, შაქრიანობა არანაკლებ 22% და დაუზიანებელი;
0.9 ლარად – არაკონდიციური, შაქრიანობა 17%-იდან 22%-მდე; აწ/და ნაწილობრივ დაზიანებული (დაავადებული);
0.3 ლარად – არაკონდიციური 3 – შაქრიანობა 17-%-მდე აწ/და დაზიანებული;
სხვა ჯიშის ყურძნის ფასი ასე განისაზღვრა:

1,3 ლარად – შაქრიანობა არანაკლებ 20% და დაუზიანებელი;
0.8 ლარად არაკონდიციური − შაქრიანობა 17%-იდან 20%-მდე; აწ/და ნაწილობრივ დაზიანებული;
0.3 ლარად – არაკონდიციური – შაქრიანობა 17-%-მდე აწ/და დაზიანებული;
აღსანიშნავია, რომ ღვინის კომპანიების მიერ ყველა კატეგორიის ღვინის წარმოება დასაშვებია მხოლოდ რთვლის საკოორდინაციო შტაბის მიერ აღრიცხული ყურძნისგან.

რაც შეეხება რაჭის რეგიონს, 2026 წლის რთვლის განმავლობაში ის კომპანიები მიიღებენ სუბსიდიას, რომლებიც ალექსანდროულის და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნის ფერმერისგან არანაკლებ 8 ლარად ჩაიბარებენ.

მთავრობის დადგენილებით, წელსაც შეიქმნება სპეციალური შტაბი, რომელიც რთველის ჩატარებას უზრუნველყოფს. კერძოდ, მთავრობის განკარგულებაში წერია, რომ დაევალოს ღვინის ეროვნულ სააგენტოს 2026 წლის რთვლის ორგანიზებულად წარმართვის მიზნით, შექმნას სამუშაო ჯგუფი (რთვლის საკოორდინაციო შტაბი).

2026 წლის რთვლისთვის დადგენილი ფასი მნიშვნელოვნად არ განსხვავდება შარშანდელ ფასთან. 2025 წელს სახელმწიფო ქარხნები რქაწითლის ჯიშის ყურძენს 1.2 ლარად, ხოლო 18%-ზე დაბალი შაქრიანობის შემთხვევაში — 1 ლარად იბარებდნენ. რაც შეეხება საფერავს, მისი ფასი 1.5 ლარით განისაზღვრა, თუმცა დაბალი შაქრიანობის მქონე ყურძენს ქარხნები ამ შემთხვევაშიც 1 ლარად იღებდნენ.

banner
წინა სტატიაშიაბას არაღჩი მეზობელ ქვეყნებს ირანზე თავდასხმების ხელშეწყობაში ადანაშაულებს
შემდეგი სტატიარუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ქვეყანა ირანში მიმდინარე ომის მხარე არ არის