ლარი გაუფასურებას ისევ განაგრძობს. დღეისათვის მისი ოფიციალური კურსი 2 ლარი და 67 თეთრია. კურსი უფრო მაღალია ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებსა და კომერციულ ბანკებში. ანალიტიკოსები მომავალი წლიდან არც ფასების მატებას და არც ლარის კიდევ უფრო გაუფასურებას გამორიცხავენ. ისინი არარეალურად აფასებენ 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტსაც. ექსპერტთა ნაწილი ფიქრობს, რომ მთავრობა უნდა გადადგეს.
„ვითარება არის ძალიან რთული. ჩვენ გვაქვს უკვე ისეთი კრიზისები, რომელიც დავიწყებული გვეგონა. ეს არის ქურდობა, უშუქობა, ტრანსპორტის გაჩერება, დეფიციტი და ა. შ. ასე რომ მთავრობა უნდა გადადგეს, სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ,“-განაცხადა პაატა შეშელიძემ.