მთავრობა უნდა გადადგეს – დავით ჭიჭინაძე

„როდესაც დღეს არსებობს ამდენი პრეტენზია ჩვენი მთავრობის მიმართ ამას უერთდება ხალხი, ეს გამოიხატება მათ პროტესტში, მთავრობა უნდა გადადგეს,“- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, დავით ჭიჭინაძემ „რუსთავი 2″-ის ეთერში განაცხადა.

საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შესახებ, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი და მთავრობის წევრები ესწრებოდნენ, „კურიერის“ პირდაპირ ეთერში „ქართული ოცნების“ წევრმა, დავით ჭიჭინაძემ ისაუბრა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ შეხვედრაზე ცვლილებებზე იყო საუბარი, თუმცა მან კონკრეტიკისგან თავი შეიკავა.

„ცვლილებები საჭიროა, განსაკუთრებით, როდესაც Unicef-ის კვლევები გამოქვეყნდა, იქ არის ძალიან გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობა, შესაბამისად, ვფიქრობ, რომ როდესაც შევქმენით კომისია, არ ვენდეთ უმრავლესობას, ვენდეთ ოპოზიციას, რომ თურმე ის დაადგენს სიმართლეს ქვეყანაში და ჩვენ ამის უნარი არ შეგვწევს. როდესაც ჩვენ ეკონომიკას ვერ ვზრდით, ბანკებს არანორმალური მოგებები მივეცით, ბანკები კარნახობენ ხელისუფლებას, როგორ უნდა მოვიქცეთ, ყველა კანონს არღვევენ და ხელისუფლება ამაზე არ რეაგირებს, ხალხში გროვდება უკმაყოფილება. გამოსავალი არის, რომ მთავრობა უნდა გადადგეს. კრიზის გახსნის და დაძაბულობის მოხსნის საშუალება არის, როდესაც მთავრობა გადადგება, იქნება ახალი პროგრამა წარმოდგენილი, თუ ამანც არ უშველა პოლიტიკური ცხოვრების სხვა ეტაპები არსებობს,“- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

banner
წინა სტატიაშიმოკლემეტრაჟიანი ფილმების მარათონის ParaShoot გამარჯვებულები გამოვლინდნენ
შემდეგი სტატიაპროკურატურამ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე მარნეულის მერი დააკავა, ხოლო ცემის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოს პარლამენტის წევრის “ენმ“-დან აზერ სულეიმანოვის და კიდევ 2 პირის მიმართ