მთავრობა უკრაინის მხარდაჭერას სიტყვით და საქმით ამტკიცებს, „ნაციონალური მოძრაობა“ მხოლოდ სიტყვით, საქმით კი წყალს რუსეთის წისქვილზე ასხამს – დავით ჩიხელიძე

„უკრაინაში გამგზავრებისგან თავის შეკავება „ნაციონალური მოძრაობის“მორიგი აპოლიტიკური და არაკორექტული ქმედებაა. სამწუხაროდ „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენს ძალას, რომელიც ტრაგედიისგან სარგებლის მიღებას ცდილობს და თითოეულ ტრაგედიას საკუთარი მიზნებისთვის, პოლიტიკური ქულების დასაწერად იყენებს“, – ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.
მისი თქმით, პარტია, რომელიც უკრაინაში არ მიემგზავრება, ირიბად მიანიშნებს, რომ მათთვის უკრაინის ტრაგედია უმნიშვნელოა:

„საპარლამენტო დელეგაციის უკრაინაში ჩასვლა, საქართველოს მიერ უკრაინის მხარდაჭერის მორიგი გამოხატულებაა, ვიზიტი იმ მრავალმხრივი დახმარების და მხარდაჭერის გაგრძელებაა, რომელიც საქართველომ უკრაინას არაერთგზის აღმოუჩინა. პარტია კი, რომელიც უკრაინაში არ მიემგზავრება, ირიბად მიანიშნებს, რომ მათთვის უკრაინის ტრაგედია უმნიშვნელოა. უმნიშვნელოა რადგან ამით სარგებელი ვერ ნახეს. საპარლამენტო დელეგაციის ფორმირებას საკუთრი წესები აქვს, აღნიშნული „ნაციონალური მოძრაობისთვის“ კარგად არის ცნობილი, მათი აპელირება ადამიანთა რაოდენობაზე და ა.შ. შემდეგ არასერიოზული და თავის გამართლების უბადრუკი მცდელობაა.

მთავრობა უკრაინის მხარდაჭერას სიტყვით და საქმით ამტკიცებს, „ნაციონალური მოძრაობა“ მხოლოდ სიტყვით, საქმით კი წყალს რუსეთის წისქვილზე ასხამს“, – აცხადებს დავით ჩიხელიძე.

banner
წინა სტატიაშიპუტინის ბიპოლარულ სამყაროში დამოუკიდებელი სახელმწიფოები არ არსებობენ – უკრაინის თავდაცვის სამინისტრო
შემდეგი სტატიარუსი მომწოდებლების გაძევების მცდელობები, ჩვენი ენერგორესურსების ალტერნატიული მიწოდებით ჩანაცვლება, გარდაუვლად იმოქმედებს მთელ გლობალურ ეკონომიკაზე – პუტინი