პრემიერი ირაკლი კობახიძე სექტემბრისთვის ამნისტიის შესახებ კანონის მიღებას აანონსებს. როგორც პრემიერმა პარლამენტში “გირჩის” პასუხად აღნიშნა, მმართველი ძალა გეგმავს, რომ რამდენიმე დღეში პარლამენტში დააინიციროს კანონპროექტი და საბოლოოდ დაამტკიცოს სექტემბერში.
თუ არ მოგწონთ ჩვენ მიერ მომზადებული კანონპროექტი, თქვენი მოამზადეთ, სიამოვნებით ვითანამშრომლებთ და მაინტერესებს თქვენგან, გეგმავს თუ არა ქართული ოცნება წინასაარჩევნოდ რაიმეს, გვქონდეს თუ არა რაიმეს იმედი და თუ არა, ამის პასუხი მაინც რომ გავიგოთ,“ – ჰკითხა ჰერმან საბომ.
ჩვენ დაგეგემილი გვაქვს, რომ უახლოეს დღეებში დავაინიციროთ შესაბამისი კანონპროექტი, ივლისში შესაძლებელი იქნება პირველი მოსმენით ამ კანონპროექტის მიღება, ისე, რომ სექტემბერში სამი მოსმენით დასრულდეს ამნისტიის კანონის მიღება, თქვენი ჩართულობა იქნება ღირებული, თუ თქვენგანაც იქნება წარმოდგენილი მოსაზრებები, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად შევეცდებით ამის გათვალისწინებას, იმისთვის, რომ ჩვენ დავუახლოვდეთ ოპტიმალურ ევროპულ მაჩვენებელს, ამისთვის სასურველი იქნებოდა მინიმუმ 1/3-ით პატიმართა რაოდენობის შემცირება,“ – ამბობს კობახიძე.