მთავრობა ტყუის – “ანაკლიის კონსორციუმი”

საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილება ანაკლიაზე – “ანაკლიის კონსორციუმი” საქართველოს მთავრობას ტყუილის გავრცელებაში ამხელს.

როგორც საგანგებო ბრიფინგზე კონსორციუმის წარმომადგენლებმა თქვეს, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა, როცა პარიზის არბიტრაჟმა კონსორციუმს სახელმწიფოსთვის 650 ათასი დოლარის გადახდა დააკისრა.

“ანაკლიის კონსორციუმი” აღნიშნავს, რომ მინისტრმა რატი ბრეგაძემ არასწორად აღნიშნა, რომ ADC-ის მოთხოვნა შეადგენდა 1.5 მილიარდ დოლარს. რეალურად, მოთხოვნა აღნიშნული თანხის მესამედზე ნაკლები იყო.

განცხადებიდა დაკისრებული 650 ათასი დოლარი კი მხოლოდ არბიტრაჟის მოსაკრებელია.

თუ ამას სამართლებრივი თვალსაზრისით შევხედავთ, თუ იურისტები საკუთარ საქმეს კარგად ასრულებენ, თუ კონტრაქტი წყდება, დაკარგული შემოსავლების საკითხი უნდა დადგეს. მაგრამ, მთავრობამ კარგად იცის, რომ რეალური საკითხი აქ იყო დამტკიცებული ინვესტიცია, რომელიც შეადგენდა 79 მილიონ დოლარს და მთავრობა ტყუის, როდესაც ინვესტიცია ამაზე ნაკლები იყო. იმის გამო, რომ მთავრობამ მოიტყუა ოფიციალურ განცხადებაში, ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ ეს შევასწოროთ. გარდა ამისა, როდესაც ეს საარბიტრაჟო სასამართლო მიმდინარეობდა, მთავრობა ცდილობდა ჩვენთან მორიგებას, რაც მეტყველებს იმაზე, რომ მათ მშვენივრად იცოდნენ, რამდენი იყო ინვესტიცია. ასე რომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მთავრობამ მოიტყუა და რეალური მოთხოვნა იყო ინვესტიციის დაბრუნება”, – ამბობს ანაკლიის განვითარების კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ტედ ჯონასი.

banner
წინა სტატიაშიაშშ უკრაინისთვის მიწოდებულ F-16-ებს „ჰაერი-ჰაერი“-ს ტიპის რაკეტებითა და მოწინავე იარაღით აღჭურავს – WSJ
შემდეგი სტატიაუკრაინა მზად არის რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ მხოლოდ საერთაშორისო სამართლის საფუძველზე – მიხაილო პოდოლიაკი