22.8 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 15, 2026
banner

მთავრობა სკოლებისთვის 14 600 ცალ ლეპტოპს ყიდულობს

ცენტრალური შემსყიდველი ორგანო სკოლებისთვის 14 600 ცალ ლეპტოპს ყიდულობს.

ინფორმაციას bm.ge ავრცელებს.

შესაბამისი კონსოლიდირებული ტენდერი აუქციონის გარეშე დღეს გამოცხადდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 30 660 000 ლარია. შესაბამისად, ერთი ერთეულის ფასი 2100 ლარი გამოდის.

როგორც სატენდერო დოკუმენტაციაში წერია, ლეპტოპების შესყიდვა შპს საგანმანათლებლო რესურსებისთვის იგეგმება, რომელიც თავის მხრივ სკოლებისთვის სხვადასხვა სახის რესურსების უზრუნველყოფაზეა პასუხისმგებელი.

აღსანიშნავია, რომ განათლების სამინისტროში შპს “საგანმანათლებლო რესურსები” მიმდინარე წლის მარტში შეიქმნა. მაშინ განათლების სამინისტროში განაცხადეს, რომ შპს სასწავლო დაწესებულებების საგანმანათლებლო მატერიალურ-ტექნიკური ინვენტარის უზრუნველყოფის მიზნით იწყებდა ფუნქციონირებას.

ლეპტოპების შესყიდვის მიზნით, დღეს გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, მიმწოდებელი ვალდებულია საქონლის მიწოდება განახორციელოს სატენდერო კომისიის ოქმით ხელშეკრულების გაფორმების შესაძლებლობის დადასტურებიდან არაუგვიანეს 120 კალენდარული დღისა.

წინადადებების მიღება 3 აგვისტოს დაიწყება და 4 აგვისტოს დასრულდება.

banner
წინა სტატიაშიქობულეთი-ბათუმის შემოვლით ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, საწვავმზიდს ცეცხლი გაუჩნდა
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე  ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია