მთავრობა სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამას დაამტკიცებს

მთავრობა დღევანდელ სხდომაზე სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამას დაამტკიცებს.

როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, ეს პროგრამა 4-პუნქტიანი რეფორმების შემადგენელი უმნიშვნელოვანესი ნაწილია.
პროგრამა დასამტკიცებლად ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს გამოაქვს, თუმცა იგი სახელმწიფო უწყებების მრავალმხრივ ჩართულობას მოიცავს.

„პროგრამას ახასიათებს რამდენიმე საკვანძო საკითხი: პირველი ის, რომ ეს არ არის უბრალო შუამავლობა დამსაქმებელს და სამუშაოს მაძიებელს შორის, არამედ ეს არის კერძო, სახელმწიფო თანაშრომლობაზე, პარტნიორობაზე დაფუძნებული მოდელი, რომელიც მოიცავს მნიშვნელოვან ფაქტორებს. ერთ-ერთი მათგანი არის, რომ პოტენციური დამსაქმებელი აქტიურ მონაწილეობას ღებულობს კადრების გადამზადებაში, მათი სასწავლო ცენტრების საშუალებით, თუმცა სახელმწიფო ჩართულია ამაში. მათ საშუალება ექნებათ, სტაჟირებაზე მისცენ გადამზადების შემდეგ დასაქმების საშუალება. ჩვენი შეფასებით, ეს იქნება ძალიან მაღალი წარმატების პროექტი, რომელსაც რეალური შესაძლებლობები ექნება და ეს პროექტი თავის შინაარსით ცალსახა თანხვედრაშია მთავრობის 4 სტრატეგიულ რეფორმასთან“, – განაცხადა სერგეენკომ.

banner
წინა სტატიაში,,ხელისუფლებას უდანაშაულო ადამიანების ციხეში გაშვება ძვირად დაუჯდებ”
შემდეგი სტატია“სამართალდამცველებს მოვუწოდებთ, “აუდიტორია 115″-ის წევრები ძალისმიერი მეთოდით გააძევონ”