მთავრობა სამებაში დაზიანებული ინფრასტრუქტურის რესტავრაციისთვის საპატრიარქოს 3 737 400 ლარს აძლევს

საპატრიარქოს სამებაში ხანძრის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის რესტავრაციისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 3 737 400 ლარი გამოეყო. საქართველოს მთავრობის შესაამისი განკარგულება მთავრობის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა და განკარგულებას ხელს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აწერს.

”სამების საკათედრო-საპატრიარქო ტაძარში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის რესტავრაცია-აღდგენის და მასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ”საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს საპატრიარქოს გამოუყოს 3 737 400 ლარი”, – ნათქვამია მთავრობის განკარგულებაში.

banner
წინა სტატიაშისასწავლო წელს 1–ლი და მე-12 კლასის მოსწავლეები 20 მაისს დაასრულებენ
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი: დავით აღმაშენებელი არის წმინდანი, რომლის წინაშეც ყველა ადამიანმა მუხლი უნდა მოიდრიკოს