მთავრობა სახელმწიფო ელექტროსისტემის პრივატიზების ვარიანტების განხილვას გეგმავს

მთავრობა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” პრივატიზების ვარიანტების შესწავლას აპირებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა.

„იგეგმება „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” რეაბილიტაციის რეჟიმიდან გამოყვანა, კორპორატიზაციის დაწყება და პრივატიზების ვარიანტების შესწავლა, ასევე დაგეგმვა 2020 წლისთვის“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

მინისტრის განმარტებით, ეს კომპანიის ეფექტიანობის ზრდას შეუწყობს ხელს.

banner
წინა სტატიაშიდავით სერგეენკო – წითელას შემთხვევების მატების ტემპი შენელდა
შემდეგი სტატიაივანე მაჭავარიანი – სპეკულაციაა საუბარი, რომ საპენსიო ფონდში შენატანი იკარგება ან ინფლაციას განიცდის