27.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივლისი 22, 2026
banner

მთავრობა გასტრონომიის ეროვნულ სააგენტოსა და ინფორმაციული ტექნოლოგიების, გარემოსდაცვითი და აგროსერვისების სააგენტოებს ქმნის

საქართველოს მთავრობა გასტრონომიის ეროვნულ სააგენტოსა და ინფორმაციული ტექნოლოგიების, გარემოსდაცვითი და აგროსერვისების სააგენტოებს ქმნის.

საჯარო სამართლის იურიდიული პირების შექმნის შესახებ შესაბამის დადგენილებებს ხელი პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მოაწერა.

ორივე სააგენტო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში იქმნება და მასზე სახელმწიფო კონტროლს სწორედ ეს უწყება განახორციელებს.

ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, ორივე დადგენილება 20 ივლისიდან უნდა ამოქმედდეს.

banner
წინა სტატიაშიათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მსჯავრდებულ ია დარახველიძეზე ქვეყნის მასშტაბით ძებნა გამოცხადდა
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: ყველამ კეთილი უნდა ინებოს და განსხვავებული მოსაზრება გადმოსცეს შეურაცხყოფის გარეშე