მთავრობა „ევროკავშირსა და ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების კომუნიკაციის 2017-2020 წლების სტრატეგიას“ დაამტკიცებს

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე აპრილი 13, 2017 10:29

მთავრობა „ევროკავშირსა და ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების კომუნიკაციის 2017-2020 წლების სტრატეგიას“ დაამტკიცებს

საქართველოს მთავრობა დღევანდელ სხდომაზე „ევროკავშირსა და ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების კომუნიკაციის 2017-2020 წლების სტრატეგიას“ დაამტკიცებს, – დოკუმენტის შესახებ, რომელიც სახელმწიფო მინისტრ ვიქტორ დოლიძისა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით შემუშავდა, პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.

დოკუმენტი განსაზღვრავს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხებზე სამთავრობო სტრატეგიული კომუნიკაციის პოლიტიკას როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე აპრილი 13, 2017 10:29