6.8 C
Tbilisi
კვირა, აპრილი 12, 2026
banner

მთავრობა ბიოდეგრადირებადი პარკების მოხმარების შეზღუდვასაც გეგმავს

მთავრობა ბიოდეგრადირებადი პარკების მოხმარების შეზღუდვასაც გეგმავს. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა დღეს განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მსოფლიო ბანკის კვლევაც ადასტურებს, რომ ბიოდეგრადირებადი პარკი ისეთივე ნარჩენია, როგორც პლასტიკის პარკი.

მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარებულ კვლევაში საუბარია ერთჯერადი პლასტიკის პარკების (SUP) რეგულირების გაძლიერების საჭიროებაზე.

მსოფლიო ბანკის ანგარიშის თანახმად, პლასტმასის ბოთლები და მათი თავსახურები, ასევე პლასტიკის პარკები განისაზღვრა ორ პრიორიტეტულ პროდუქტად, რომლებიც მნიშვნელოვანი დამაბინძურებლები არიან და ამასთან, ამ მიმართულებით ინტერვენციის დიდი პოტენციალია.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ უნდა გაუმჯობესდეს პლასტიკის პარკების რეგულაცია, რამდენადაც 2018 წლის არსებულმა რეგულაციამ შეზღუდული წარმატება აჩვენა.

“მთავრობამ შეიძლება განიხილოს პლასტიკის პარკების რეგულაციის შესწორება, რათა მოიცავდეს პლასტიკის პარკების ყველა ტიპის, მათ შორის ბიოდეგრადირებადი პარკების სრულ აკრძალვას, რომლებიც ამჟამად გათავისუფლებულია ამ წესიდან”,- წერია ანგარიშში.

banner
წინა სტატიაშიპაატა სალია: ახალი იუსტიციის სახლები გაიხსნება მცხეთაში, ახმეტაში, ჭალასა და ზოდში
შემდეგი სტატიასაბაჟო წესების დარღვევით დიდი ოდენობით საქონლის გადმოტანის ფაქტზე 4 პირი დააკავეს