“მთავრობა არ დაიშურებს ძალისხმევას, რათა წლევანდელი არჩევნებიც თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდეს”

საერთაშორისო დამკვირვებელთა აღიარებით, 2013 წლის საპრეზიდენტო და 2014 წლის ადგილობრივი არჩევნები ჩატარდა თავისუფალ და სამართლიან გარემოში, საქართველოს მთავრობა არ დაიშურებს ძალისხმევას, რათა წლევანდელი არჩევნებიც ღია, თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდეს, რითაც კიდევ ერთხელ დავადასტურებთ ჩვენს წინსვლას დემოკრატიული განვითარების გზაზე. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სისიის გახსნაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, საპარლამენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად წელს კიდევ უფრო მეტი ქვეყანა და საერთაშორისო ორგანიზაციაა მოწვეული.

„იმედს გამოვთქვამთ, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა, რომელიც ტრადიციულად წარმოადგენს ერთ-ერთ ანგარიშგასაწევ და კომპეტენტურ სადამკვირვებლო მისიას, წლევანდელ არჩევნებზეც სათანადოდ იქნება საქართველოში წარმოდგენილი, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისთან ერთად. მზად ვართ, მივიღოთ დამკვირვებელთა მაქსიმალური რაოდენობა, რათა უზრუნველვყოთ საარჩევნო პროცესების სრული გამჭვირვალობა. გულწრფელად გეტყვით: ეს არის ჩვენი ხელისუფლების პრესტიჟის და ღირსების საქმე, საბოლოოდ კი – ქვეყნის დემოკრატიულობის ხარისხის ტესტია და, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ ტესტს ღირსეულად ჩავაბარებთ“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიჩეხეთის პრეზიდენტმა ევროკავშირის და ნატოს წევრობაზე რეფერენდუმის ჩატარებაზე მზაობა გამოთქვა
შემდეგი სტატიასაგამოცდო ცენტრების მიმართულებით დამატებითი ავტობუსები დაინიშნა