მთავრობა: 4-11 მაისი უქმე დღეებად ცხადდება

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში 4-დან 11 მაისამდე უქმე დღეები ცხადდება.

საბჭოს სხდომაზე ითქვა, რომ “საყურადღებოა შემთხვევების მატების დინამიკა” და პროცესი განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მიდგომას მოითხოვს, როგორც ხელისუფლების, ისე მოქალაქეების მხრიდან.

“მთავრობის მეთაურის დავალების შესაბამისად, შესაბამისი უწყებები კიდევ უფრო მკაცრად გააკონტროლებენ ყველა იმ რეგულაციის აღსრულებას, რომელიც მიმართულია ვირუსის გავრცელების პრევენციისკენ”, – წერია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო დამსაქმებლებს მოუწოდებს, თანამშრომლები დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადაიყვანონ.

“საბჭოს გადაწყვეტილებით, არსებული ეპიდვითარების შეფასების საფუძველზე, ამ ეტაპზე ძალაში რჩება ღამის 21:00-05:00 საათამდე გადაადგილებაზე მოქმედი შეზღუდვა”. – წერს მთავრობის ადმინისტრაცია.

banner
წინა სტატიაშიჩრდილოეთ ოსეთის დროებითი ხელმძღვანელი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში იბრძოდა
შემდეგი სტატიათამარ გაბუნია: უქმე დღეები ტრანსპორტს არ ეხება, დეტალები დაზუსტდება