მთავრობა 2019-2023 წლებში მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგიაზე მუშაობს

region
ავტ.: region ივლისი 16, 2019 17:29

მთავრობა 2019-2023 წლებში მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგიაზე მუშაობს

დღეს მთავრობის სხდომაზე გამოგვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი – საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგია 2019-2023 წლებში,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერმა მთის განვითარების კუთხით არსებულ მიღწევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი სტრატეგია არის კიდევ უფრო ამბიციური. მისი განმარტებით, ესაა გრძელვადიანი განვითარების სტრატეგია, რომელიც ახალ დონეზე აიყვანს მთის განვითარებას საქართველოში.

„5 წლის წინ დავიწყეთ მუშაობა მთის კანონზე. ეს გახლდათ ძალიან მნიშვნელოვანი დაპირება და ამავე დროს მოთხოვნა მოსახლეობის მხრიდან. საქართველოს 2/3 გახლავთ მთა და აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ შეგვექმნა ახალი ენერგია და ახალი სიცოცხლე იმისთვის, რომ საქართველოში მთაში ცხოვრება ყოფილიყო შესაბამისი, მდგრადი. მე ვფიქრობ, რომ რამდენიმე წლის წინ მიღებულმა მთის კანონმა მნიშვნელოვანი შედეგები უკვე მოგვცა,“ – განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, 2016-2019 წლებში მაღალმთიანი განვითარების ფონდის ბიუჯეტმა შეადგინა 86 მილიონი ლარი, ეს თანხა მოხმარდა ინფრასტრუქტურას, სოფლის მეურნეობას სხვადასხვა სოციალურ პროექტებს.

„კანონის ამოქმედებიდან დღემდე სოციალური პროგრამების ფარგლებში დაახლოებით 185 მილიონი ლარი გაიცა, აქედან შვილის დაბადებისას დახმარების სახით 15 000 ბენეფიციარმა 23 მილიონი ლარი მიიღო. საპენსიო დანამატი გაიცა 82 მილიონი ლარის მოცულობით. საპენსიო დანამატის სახით 81 ათას ბენეფიციარზე გაიცა 82.5 მლნ ლარი, სოციალურ პაკეტზე დანამატის სახით 17 ათასამდე ბენეფიციარზე გაიცა 10 მლნ ლარზე მეტი, სამედიცინო პერსონალისათვის დანამატის სახით 1,700-ზე მეტ ბენეფიციარზე გაიცა 12.3 მლნ ლარი, ელექტროენერგია დაახლოებით 20 მლნ ლარით აუნაზღაურდა 90 ათასამდე ბენეფიციარს, მასწავლებლებზე და მწვრთნელებზე დანამატის სახით გაიცა 34 მლნ ლარზე მეტი. შეღავათებით ისარგებლა 300 000-მა საწარმომ და 20 000-ზე მეტმა ფიზიკურმა პირმა,“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

region
ავტ.: region ივლისი 16, 2019 17:29

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


13,137
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics