“მთავარმა მოწმემ დაადასტურა, რომ გიორგი მამალაძეს ციანიდი ადამიანის მკვლელობისთვის უნდოდა”- პროკურორი

„ციანიდის საქმის“ პროკურორის ჯარჯი წიკლაურის თქმით, დღეს გამართულ სასამართლო სხდომაზე მოსმენილი ჩვენებით დადასტურდა, რომ ბრალდებულ დეკანოზს საწამლავი ადამიანის მკვლელობისთვის უნდოდა.
“დაცვის მხარის 6 ადვოკატმა შესავალი სიტყვაში ვერ ახსნა, რატომ ითხოვდა ბრალდებული გიორგი მამალაძე მომწამვლელი ნივთიერების სასიკვდილო დოზას და რატომ ინტერესდებოდა ექსპერტიზა აღმოაჩენდა თუ არა მსხვერპლის ორგანიზმში საწამლავს, ვერცერთმა ვერ ახსნა ეს გარემოებები და ისევ ის გამოგონილო ოქრომჭედელი ახსენეს, თითქოს მისთვის უნდოდა ბრალდებულს ეს საწამლავი. დაკითხულმა მთავარმა მოწმემ, რომლის დაკითხვა ახლაც მიმდინარეობს, დაადასტურა, რომ გიორგი მამალაძეს ციანიდი უნდოდა ადამიანის მკვლელობისთვის და ადვოკატები დაუსაბუთებელი პროტესტებით და დაუსაბუთებელი შუამდგომლობებით ცდილობდნენ შეეჩერებინათ მოწმის თავისუფალი თხრობა და არ მისცემოდა მას საშუალება სრულყოფილად გადმოეცა ფაქტები.“ – განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.

შეგახსენებთ, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე პროკურატურის მთავარი მოწმე ირაკლი მამალაძე იკითხება.

banner
წინა სტატიაშიპატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი ზურაბ ბუჩუკური პრეზიდენტის დაცვაშია
შემდეგი სტატია“აბაშიშვილისა და მარგველაშვილის დესტრუქციული განცხადებები არ გვაინტერესებს”- პარლამენტის თავმჯდომარე